მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შემოქმედებითი ტური ხელოვნებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე – ,,გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)’’ და ,,გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)’’  ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 29 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/LGFgdVPg2yY6yCGu9

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით „არქივის“ (ZiP) ფორმატში მაქსიმუმ 10 GB მოცულობით.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, შემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებს, შემოქმედებითი ტურის დებულებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები