ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერას ისეთ გავრცელებულ ფსიქოსოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: 

  • შფოთვა; 
  • დაქვეითებული გუნება-განწყობილება; 
  • სხვადასხვა შიში;
  • ურთიერთობის პრობლემები;
  • სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა.შ.

სტუდენტებს მოემსახურებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები უახლესი მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენებით, რეგულარული სუპერვიზიის თანხლებით.

კონსულტირების ცენტრი გახსნილია ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე და ფუნქციონირებს 2019 წლის მარტიდან.

ცენტრს ხელმძღვანელობენ ილიაუნის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი

გახსნის დღიდან ასეულობით სტუდენტმა მიიღო კვალიფიციური დახმარება.

კონსულტირების ცენტრში იყენებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტირებას ერთიდან ექვს სესიამდე საშუალო ხანგრძლივობით.  პერიოდულად ტარდება ტრენინგები ჯგუფებში გარკვეული უნარ-ჩვევების (ეფექტური კომუნიკაცია, სოციალური კომპეტენტურობა და სხვ.) ასათვისებლად.

ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს.

ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს პირისპირ რეჟიმში; არის დისტანციური კონსულტირების შესაძლებლობაც.

ჩასაწერად გთხოვთ მისწეროთ მეილზე: ispcc@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

 

ბანერები