ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ფუტსალის ლიგა. პლეიოფი, მეოთხედფინალი

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. ჩვენმა გუნდმა 4 ტურით ადრე გაინაღდა საპლეიოფო საგზური. მეოთხედფინალური დაპირისპირება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან „არმია” მოგვიწევს. ნახევარფინალის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.

პირველი მატჩი 11 მაისს, 11:30 საათზე, ფუტსალის ლიგის სათამაშო არენაზე (არენა 2) გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი – 15 მაისს.

არმიელებთან რეგულარული სეზონის სამი მატჩი ჩავატარეთ. ანგარიში თანაბარია – ერთი ფრე, ერთი მარცხი და გამარჯვება ბოლო მატჩში.

ილიაუნის ფუტსალის გუნდი მე-6 სეზონს ატარებს საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში (+1 საწყისი წელი ფუტსალი ლიგა 2-ში), რომელშიც მაღალი სათამაშო დონე და დიდი კონკურენციაა. ჩვენი გუნდი ყოველთვის ღირსეულად გამოიყურებოდა და ხიფათს უქმნიდა ნებისმიერ გუნდს.

2023/24 წლების სეზონის კულმინაციურ მომენტში ილიაუნის გულშემატკივარი დიდ როლს შეასრულებს გუნდისთვის!

ლიგის თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

მოდი, უგულშემატკივრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს!

 2024

ბანერები